დავით ბაქრაძე: ევროპარლამენტში საქართველო ღირსეულად იქნება წარმოდგენილი

ევროპარლამენტში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება არის საპარლამენტო განზომილება, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტში საქართველო ღირსეულად იქნება წარმოდგენილი.
სახელმწიფო მინისტრმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების არდასწრება იმით ახსნა, რომ მთავრობამ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ხოლო რატიფიცირება უკვე საპარლამენტო განზომილებაა.
“ხვალ არის უმნიშვნელოვანესი დღე, როდესაც მოხდება რატიფიცირება. მას შემდეგ, რაც ამ ეტაპისთვის უკვე ევროკავშირის ათმა სახელმწიფომ მოახდინა რატიფიცირება ორმხრივ ფორმატში, ხვალ მოხდება რატიფიცირება ევროპარლამენტში. ეს არის საპარლამენტო განზომილება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტი იქნება წარმოდგენილი კომიტეტების თავმჯდომარეების დონეზე. სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ შეძლო დასწრება, მაგრამ ჩვენ ვიქნებით ძალიან ღირსეულად წარმოდგენილი ხვალინდელი რატიფიცირების ცერემონიალზე”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ რატიფიცირებას დაესწრება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბაქრაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რა სტატუსით იქნება ექსპრეზიდენტი წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები