მოსახლეობის წიგნიერების დონის შეფასებით, საქართველო პირველ ადგილზე გავიდა

მოსახლეობის წიგნიერების დონის შეფასებით, საქართველო პირველ ადგილზეა. გაეროს მონაცემებით, საქართველოში წერა-კითხვა ყველამ იცის. უწიგნური ადამიანების ძირითადი ნაწილი კი ცენტრალური აფრიკისა და დასავლეთი აზიის ქვეყნებშია დაფიქსირებული. რუსეთში წერა-კითხვა თითქმის ყველამ იცის. ეს პრობლემა, თითქოს, მე-20 საუკუნეში არც უნდა ყოფილიყო, თუმცა, გამოცემა „გლობალისტის“ კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მოზრდილ მოსახლეობის შორის წერა-კითხვა დედამიწის 84 პროცენტმა იცის. ყველაზე მეტი უწიგნური ადამიანი – 286 მილიონი პირი ინდოეთში ცხოვრობს, ჩინეთში წერა-კითხვა 54 მილიონმა ადამიანმა არ იცის, პაკისტანში კი – 52 მილიონმა ადამიანმა. რაც შეეხება რუსეთს, ამ ქვეყანაში წერა-კითხვა მოსახლეობის 95,5 პროცენტმა იცის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები