პაკისტანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა – ფოტოკოლაჟი
პაკისტანში, სადაც თალიბების სკოლაზე თავდასხმის შედეგად 130-მდე ადამიანი დაიღუპა, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ნავაზ სარიფმა განუცხადა.
„ჩვენ ვიბრძოლებთ და ყველანაირ ძალისხმევას გამოვიყენებთ იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა ტერორიზმისგან სრულად არ გასუფთავდება. ჩვენ განვითარებული სიტუაცია განვიხილეთ და ბრძოლას ავღანეთთან ერთად ვაპირებთ“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ფეშავარში სკოლაზე ტავდასხმა ექვსმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა. ძალოვანებმა 3 „ბოევიკის“ განადგურება მოახერხეს, კიდევ ერთმა თავი აიფეთქა. შემდეგ სკოლის შენობაში კიდევ სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. დაიღუპა 130 ადამიანი, მათ შორის 100 ბავშვი. დაჭრილია 120 ადამიანი.