ალექსანდრე ჭიკაიძე იუნკერთა სულების მოსახსენებელ პარაკლისს დაესწრო

  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, პარლამენტის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულების მოსახსენებელ პარაკლისს დაესწრო. პარაკლისის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და იუნკერთა საფლავი გვირგვინით შეამკეს.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს იუნკრების შთამომავლებმა, ჩოხოსნებმა და სხვა საპატიო სტუმრებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები