მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს თბილისში ხვალ გადმოაბრძანებენ
ბერ გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილები ამ დრომდე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს ხვალ, 12:00 საათზე თბილისში გადმოაბრძანებენ. სასულიერო პირები და მრევლი მსვლელობით გაივლიან სპორტის სასახლეს, გმირთა მოედანს, ვარაზისხევს, ვარდების რევოლუციის მოედანს, თავისუფლების მოედანს და ბარათაშვილის ხიდს. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. ღირსი მამის წმინდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. მსურველებს საშუალება ექნებათ ამ ხნის განმავლობაში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს მაპტივი მიაგონ.