მედვედევი: ევროკავშირისა და უკრაინის ურთიერთობები – ეს ნეოკოლონიალიზმია

ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით ევროკავშირისა და უკრაინის ურთიერთობა უფრო ნეოკოლონიალიზმს ჰგავს. ამის შესახებ „ნეზავისიმაია გაზეტასთვის“ დაწერილ საკუთარ სტატიაში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირს მხოლოდ რამდენიმე სახეობის ნედლეულის წყაროს სახით სჭირდება.
„ევროპულად გულწრფელი“ კონკურენციის სახით ევროპული და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული უკრაინული კომპანიებისთვის ცალმხრივი უპირატესობების წინ წამოწევა ხდებოდა. უკრაინა ევროპულ კავშირს, პირველ რიგში, ზოგიერთი ნედლეულის სახეობის წყაროს სახით სჭირდება“, – წერს მედვედევი, – იმ ქვეყნის პრემიერი, რომელიც საკუთარი ნებით თავადაც ბევრი ქვეყნისთვის ნედლეულის წყარო გახდა, – აღნიშნავს „ობოზრევატელი“.
მედვედევის აზრით, უკრაინული საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი „ევროპულ საქონელთან, რომელიც წამოვა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დაწესებისას, კონკურენციას საკუთარ ბაზარზე ვერ გაუძლებს“. იმას, თუ რამდენად დამოკიდებულია იმპორტზე თავად რუსეთი, მედვედევი არ საუბრობს.
„სატარიფო ლიბერალიზაციის შედეგი, რომელიც ევროპიდან წამოსული საქონლის 98 პროცენტს მოიცავს, ევროპული პროდუქციის მიერ უკრაინული ბაზრიდან კონკურენტების ეტაპობრივი გადაწევა იქნება. ევროპული „ცუნამის“ მეორე ტალღა კი მთელ ამ მოცულობას საბაჟო კავშირის ბაზრებზე გაიტანს, რაც ამ კავშირის ფარგლებში ბიზნესის პირობებს გააუარესებს “, – აღნიშნავს მედვედევი.
რუსეთის პრემიერი ასევე წერს, რომ მისი ქვეყანა ამ პროცესს უბრალოდ არ დააკვირდება, არამედ საპასუხო ზომებს მიიღებს, რომელთა შედეგი უკრაინული საქონლის რუსეთში, ყაზახეთში და ბელორუსიაში ექსპორტის კარდინალური შემცირება იქნება. „ამ შემთხვევაში კიევის დანაკარგმა, შესაძლოა, 15 მილიარდ დოლარამდე შეადგინოს“, – წერს მედვედევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები