ლონდონში ლიტვინენკოს საქმის მოწმე მოკლეს

ღამის კლუბ HeyJo-ს მფლობელი დევიდ უესტ-უფროსი, რომელიც „ფე-ეს-ბეს“ ექსოფიცერის ალექსანდრე ლიტვინენკოს სიკვდილის საქმის ერთ-ერთი მოწმეა, ლონდონში მოკლეს. 70 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ეჭვიმატინილი მისი 44 წლის შვილი დევიდ უესტ-უმცროსია. მას ოფიციალური ბრალდება უკვე წაუყენეს, – აცხადებს „ბი-ბი-სი“. ცნობილია, რომ სასამართლოს წინაშე ის დღეს წარდგება. 2012 წელს გამოსულ ფილმში „ბერეზოვსკი“, უესტი ყვება, რომ ლიტვინენკომ მის კლუბში პოლონის (რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი) კვალი დატოვა.
„ლონდონიდან დაგვირეკეს: საკუთარ სახლში დანით მოკლეს ლორდ დევიდ უესტი – ლიტვინენკოს საქმის საკვანძო მოწმე“, – დაწერა ტვიტერში ჟურნალისტმა ანდრეი კონდრაშოვმა.
უესტ-უმცროსის ქმედების მოტივები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლიტვინენკო 2006 წლის ნოემბერში დაიღუპა. გამოძიების ვერსიით, დაღუპვამდე ლიტვინენკო 2 ყოფილ კოლეგას – ანდრეი ლუგოვს და დიმიტრი კოვტუნს შეხვდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ორი ადამიანი ლიტვინენკოს სიკვდილთან არიან დაკავშირებულები. თუმცა ოფიციალური დასკვნა, თუ რატომ და რის გამო გარდაიცვალა ლიტვინენკო, გამოქვეყნებული ჯერ არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები