ვლადიმერ ხადარკოვსკი: ჩემი და ვლადიმერ პუტინის პოზიციები რიგ საკითხებში ემთხვევა

  „ჩემი და ვლადიმერ პუტინის პოზიციები რიგ საკითხებში ემთხვევა’’- ამის შესახებ იუკოსის ყოფილმა მფლობელმა ვლადიმერ ხადარკოვსკიმ განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტობის მსურველი ხადარკოვსკი ფიქრობს, რომ ჩინოვნიკების მიმართ რუსეთმა სწორედ რომ ავტორიტარული რეჟიმი უნდა გაატაროს.
„ვფიქრობ, რომ სავსებით ნორმალურია იყო ავტორიტარული ბიუროკრატიასთან ბრძოლაში, თუმცა არ შეიძლება იყო ავტორიტარული, როდესაც მართავ ისეთ სახელმწიფოს, როგორიც არის რუსეთი. არ შეიძლება არა იმიტომ, რომ ეს ცუდია ან ამორალური, არამედ იმიტომ, რომ ეს უბრალოდ არაეფექტურია“, – განუცხადა ხადარკოვსკიმ „რისა ნოვოსტის“. მისივე თქმით, პუტინის მსგავსად მასაც სურს რუსეთი იყოს ძლიერი და ეროვნული სახელმწიფო, რომელსაც ექნება ასევე ძლიერი ეკონომიკა.
შეგახსენებთ, რომ იუკოსის ყოფილი მფლობელი 2003 წელს სახელმწიფოს ქონების მითვისებისთვის, თაღლითობისა და გადასახადების დამალვისთვის დააკავეს. მედია მას პუტინის პირად პოლიტიკურ ტყვედ მიიჩნევდა, თუმცა 2013 წელს პუტინმა ის შეიწყალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები