ჩინეთში 1937 წლის ნანკინის ხოცვა-ჟლეტისას გარდაცვლილებს იხსენებენ

  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზინპინი ნანკინის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსენების პირველ სახელმწიფო ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ 1937 წელს იაპონია – ჩინეთის ომის დროს იაპონიის საიმპერატორო არმიის ჯარისკაცებმა ნანკინის ათასობით მოსახლე დახოცეს. ნანკინი მაშინ ჩინეთის დედაქალაქი იყო.
ჩინური მხარის მონაცემებით, ექვსი კვირის მანძილზე გაგრძელებული მასობრივი მკვლელობების შედეგად, 300 000 ადამიანი დაიღუპა, 20 000 ქალი კი გააუპატიურეს.
ცნობისთვის, ზოგიერთი იაპონელი ნაციონალისტი მასობრივ მკვლელობებს უარყოფს.
„ისტორიის დავიწყება – ღალატია, უარყოფა კი დანაშაული – ეს მისი გამეორებაა“, – განაცხადა ცზინპინმა. მან აღნიშნა, რომ ნანკინში დაღუპულების ხსენების დღემ მშვიდობას უნდა შეუწყოს ხელი და არა პირიქით. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ იაპონიასა და ჩინეთს დამეგობრობისკენ მოუწოდა.
ჩინეთის და იაპონიის ხალხებმა მშვიდობაში უნდა იცხოვრონ და  ისტორია სარკესავით გამოიყენონ. უნდა ჩაიხედონ მომავალში და კაცობრიობის მშვიდობიან განვითარებაში ერთობლივად საკუთარი წვლილი შეიტანონ“, – განაცხადა ცზინპინმა.

10841383_883973861642853_2099617739_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები