როგორ აღნიშნავენ შობის დადგომას პრაღაში – ჩეხეთის ელჩის რჩევები „კვირას“ მკითხველს

ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი „კვირასთან“ მისი ქვეყნის, კონკრეტულად კი პრაღის ღირსშესანიშნაობებზე საუბრობს. პერნიცკი „კვირას“ და საქართველოს მოსახლეობას ურჩევს წინასაახალწლო პერიოდში პრაღაში ჩავიდნენ და ქალაქის სილამაზით, კულტურული ძეგლებით და საშობაო განწყობით დატკბნენ. ჩეხეთის ელჩი საშობაო ტრადიციებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ დროს ჩეხეთის დედაქალაქში მრავალი სანახაობის ნახვაა შესაძლებელი. ტომაშ პერნიცკის რჩევები კი ასეთია:10850904_10152584101534779_296665545_n
„ყველას ვურჩევ წინასაშობაოდ პრაღაში იმოგზაუროს. ახლა იქ ადვენტია. ადვენტი ულამაზესი და უძველესი ტრადიციაა, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აღინიშნება შობის დადგომამდე 4 კვირის განმავლობაში.  ყოველ კვირას ვანთებს თითო სანთელს, ბოლო სანთელი ინთება შობის წინა კვირა დღეს. ქუჩებში მოუსმენთ „კალიადკებს“ – ჯგუფებს, რომლებიც მღერიან საშობაო სიმღერებს. „კალიადკებს“ შეხვდებით მაღაზიებშიც აუდიო-ვიდეო ჩანაწერების სახით. აუცილებლად გასინჯეთ ჩეხური სასმელი “მედოვინა“, რომელიც მზადდება თაფლზე. აუცილებლად დააგემოვნეთ გლინტვეინი (ცხელი წითელი ღვინო დარიჩინით და სხვადასხვა სუნელებით), სასმელი ქუჩებშია გამოტანილი.
პრაღაში შობის აღსანიშნავად ყოველ წელს ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის და ქუჩებში სულ ხალხმრავლობა და მხიარულებაა. დეკემბრის დასაწყისში უკვე იშლება საშობაო ბაზრობები. ჩემი რჩევა იქნება აუცილებლად მოინახულოთ „პრაჟსკი გრად“-ი, სადაც ჩვენი მეფეები ცხოვრობდნენ. გაისეირნეთ კარლოვის ხიდზე, რომელიც გადაჭიმულია ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდინარე ვლტავაზე და აერთიანებს „პრაჟსკი გრადს“ და ძველ ქალაქს. აუცილებლად დაათვალიერეთ წმინდა ვიტას სახელობის საკათედრო ტაძარი, ტაძრის ტერიტორიაზე დაკრძალული არიან ჩეხეთის მეფეები და პრაღის არქიეპისკოპოსები .10859637_10152584101529779_1085251446_n ტაძარი მიეკუთვნება ევროპის გოტიკის არქიტექტურის მარგალიტს და წარმოადგენს ჩეხეთის ნაციონალურ-ისტორიულ სიწმინდეს. გისურვებთ პრაღაში ფანტასტიური დროის გატარებას და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღებას“.
ტომაშ პერნიცკი დაიბადა 1970 წლის 10 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ოსტრავაში. დამთავრებული აქვს პრაღის უნივერსიტეტი, მთავარი სპეციალობა – ეკონომიკა, საერთაშორისო ვაჭრობა, მეორადი პროფესია – საეთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის ისტორია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიიღო მონაწილეობა საგარეო საქმეთა სამინისტროს კონკურსში და 1994-98 წლებში მუშაობდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიპლომატიურ პროტოკოლში.
პერნიცკი ამბობს, რომ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდი მისთვის საინტერესო იყო, რადგან მას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა უამრავ გამოჩენილ პოლიტიკოსს, მოემზადებინა რომის პაპის იუანე – პავლე მეორეს ვიზიტი  ჩეხეთის რესპუბლიკაში, ასევე სლოვენიის, ინდოეთის პრეზიდენტების ვიზიტები.
1998 -2002 წლებში მუშაობდა ჩეხეთის საელჩოში კიევში, პროტოკოლის განყოფილებაში. მიიღო მონაწილეობა 2002 წლის სექტემბერ-ნოემბერში ნატოს სამიტის მომზადება-ჩატარებაში. ამის შემდეგ პერნიცკი წელიწადნახევრის განმავლობაში ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობდა.
2004 დაინიშნა გენერალური კონსულის თანამდებობაზე სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში. ტომაშ პერნიცკი ამბობს, რომ სამხრეთ აფრიკაში მუშაობა მას ძალიან დიდ კმაკოფილებას და ბედნიერებას ანიჭებდა. ყველას ურჩევს, სამხრეთ აფრიკის საინტერესო ადგილების მონახულებას: „ულამაზესი ველური ბუნებაა ირგვლივ, ძალიან კარგი და თბილი ხალხი. უგემრიელესი კერძები. ძალიან საინტერესო ქვეყანაა.“
სამხრეთ აფრიკის შემდეგ, 2008-2011 წლებში მუშაობდა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.
საქართველოში სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე დანიშვნამდე, იყო ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორი. 2014 წლის დასაწყისში კი გახდა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. თუმცა მანამდე, 1998, 2001, 2004 და 2005 წელს ტომაშ პერნიცკი საქართველოში ტურისტის სტატუსით იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები