ევროკომისია საქართველოს 46 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკომისია საქართველოს მაკროფინანსური დახმარების სახით 46 მილიონ ევროს გამოუყოფს. აღნიშნულის თაობაზე მემორანდუმს ევროკომისარმა ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებში პიერ მოსკოვიცმა ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ რეფორმებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მიერ მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და რეფორმების გაზრდას, ასევე ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მცდელობას”, – განაცხადა ევროკომისარმა პიერ მოსკოვიცმა.
ამასთან, საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამით საქართველო აშშ-სგან 30 მილიონ დოლარს მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები