ლარი კიდევ დაახლოებით 5 პუნქტით გამყარდა

ლარი კიდევ დაახლოებით 5 პუნქტით გამყარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ახალი კურსის მიხედვით, რომელიც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, 12 დეკემბრიდან 1 დოლარის შეძენა 1.84 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ 10 დეკემბერს, ბანკთაშორის ბაზარზე არსებული გარიგების შესაბამისად დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 1.89 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები