თავდაცვის სამინისტროში იუნკერების სპექტაკლი გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სპექტაკლის „დასაწყისი“ ჩვენება გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა XI საუკუნის ბოლო პერიოდის საქართველოს ისტორია და დავით IV აღმაშენებლის ტახტზე ასვლის პერიოდი სცენაზე გააცოცხლეს.
იუნკერებმა სცენარი საქართველოს ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შექმნეს.
სპექტაკლის პრემიერას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები, იუნკერთა მშობლები და ახლობლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები