ჩინეთში ახალშობილი გადაარჩინეს, რომელიც დედამ უნიტაზში ჩარეცხა

 

 

 

      ჩინეთში მაშველებმა საკანალიზაციო მილიდან ახალშობილი ამოიყვანეს. ბავშვი უნიტაზში დედამ ჩარეცხა. ინციდენტი ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის პროვინცია შენსიში მოხდა. სააგენტო „მირორის“ ცნობით, ახალშობილი საკანალიზაციო მილში მოხვედრის შემდეგ მალევე ამოიყვანეს. მაშველები გამვლელებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ახალშობილის ყვირილი გაიგეს.
ამ დროისთვის ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაშველებმა ახალშობილის დროებითი მეურვეობის სურვილი უკვე გამოთქვეს.
ჩინეთის პოლიცია ახალშობილის დედას ეძებს.
სააგენტო წერს, რომ დედის ასეთი ქმედება, შესაძლოა, ჩინეთში მოქმედმა კანონებმა გამოიწვია. ცნობისთვის, ჩინეთში მოქმედებდა პროგრამა „ერთი ოჯახი – ერთი ბავშვი“. ეს საკანონმდებლო ინიციატივა 1979 წელს ამოქმედდა. თუ ოჯახში მეორე ბავშვი ჩნდებოდა, მშობლებს მსხვილი ჯარიმის გადახდა უწევდათ. 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მეორე ბავშვის გაჩენა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ერთ-ერთი მშობელი ოჯახში ერთადერთი შვილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები