„ნუ მოჭრით ნაძვს”- გარემოს დაცვის სამინისტრომ პორტალ “კვირას“ და “აგრომაქს დეკორის” თანაორგანიზებით კამპანია დაიწყო (ვიდეო)

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით და საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას”   თანაორგანიზებით,   კამპანია სახელწოდებით: “ნუ მოჭრით ნაძვს” ხორციელდება.
აქციაში, პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციებს და კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეიძინონ უნიკალური ჯიშის ცოცხალი ნაძვის ხეები (ქოთნებში), რომელთა საქართველოში ჩამოტანას აქციის პარტნიორი პოლონურ-ქართული კომპანია – “აგრომაქს დეკორი” უზრუნველყოფს.10846899_322980134574843_1751960769_n
„კვირა“  კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი  ღონისძიებების  დეტალებზე  გარემოს დაცვის სამინისტროს, პორტალ “კვირას“ და  “აგრომაქს დეკორის წარმომადგენლებს ესაუბრა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა ბენდელიანი განმარტავს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო   კამპანიით:  “ნუ მოჭრით ნაძვს“ უკვე  მეშვიდე წელია წინასაახალწლოდ   მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მიაყენონ  ზიანი ბუნებას და  არ მოჭრან  ნაძვი.
გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ  საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით  მედიასაშუალებებს დიდი როლი აკისრიათ.
ბენდელიანის თქმით,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ    პორტალი „კვირა“ კამპანიის თანაორგანიზატორია და აქტიურად გააშუქებს   აქციის ფარგლებში გამართულ აქტივობებს.
მისივე თქმით,  15 დეკემბერს  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი კამპანიის  ფარგლებში  სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს და  კიდევ უფრო ვრცლად  ისაუბრებს კამპანიის მნიშვნელობაზე.
აქციის ფარგლებში  დამზადდება სპეციალური ვიდეორგოლები.
გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს,  ქოთნებში  გაზრდილი  ბუნებრივი ნაძვის ხეები შეიძინონ, რაც გარემოსდაცვითი კანონით აკრძალული არ არის.10836298_322980074574849_1503617710_n
ბენდელიანი ნაძვის ხის მოჭრაზე სახელმწიფოს მხრიდან არსებულ მკაცრ  კონტროლზე საუბრობს.
“2013 წლის მაისში  შეიქმნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც მკაცრ კონტროლს აწარმოებს.  მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება პატრულირება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნაძვის ხის მოჭრა ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება პირის მიერ რამდენიმე ნარგავის ამოღებას, მაშინ მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ამას ემატება გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება –  ნაძვის, ფიჭვის და სოჭის ჯიშის ხეების მოჭრის შემთხვევაში   თითოეულ მცენარეზე ჯარიმა   220 ლარს შეადგენს.  მოსახლეობას  კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ქოთანში  გაზრდილი ნაძვის ხის გაყიდვა კანონით აკრძალული არ არის. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ქოთანში გამოიყვანოს ნაძვი.  კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციებს და კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა,  შეიძინონ უნიკალური ჯიშის ცოცხალი ნაძვის ხეები (ქოთნებში), რომელთა საქართველოში ჩამოტანას აქციის პარტნიორი საერთაშორისო დეკორატიული მცენარეების პოლონურ-ქართული კომპანია – “აგრომაქს დეკორი” უზრუნველყოფს.  მოხარულები ვართ, რომ ამ კომპანიამ  ჩვენთან პარტნიორობის სურვილი გამოთქვა. ასევ მნიშვნელოვანია პორტალ “კვირას“  საინფორმაციო მხარდაჭერა. საზოგადოების ინფორმირებულობაში მედიასაშუალებები დიდი  როლს ასრულებენ და აუცილებელია, რაც შეიძლება დეტალური ინფორმაცია მიეწოდოთ მოქალაქეებს ამ კამპანიის შესახებ“,-განუცხადა “კვირას“ ეკა ბენდელიანმა.10836135_10204113546616620_1822321205_n

როგორც უკვე აღინიშნა, პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციებს და კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა,  შეიძინონ უნიკალური ჯიშის ცოცხალი ნაძვის ხეები (ქოთნებში), რომელთა საქართველოში ჩამოტანას აქციის პარტნიორი პოლონურ-ქართული კომპანია – “აგრომაქს დეკორი” უზრუნველყოფს.
“კვირა“  “აგრომაქს დეკორის“  დამფუძნებელს , პოლონელ   ვიოტეკ გრაბჩევსკის ესაუბრა.
“ჩვენმა კომპანიამ  სპეციალურად ამ აქციისთვის ქოთნებით ორი სახეობის ნაძვის ხეები ჩამოიტანა. თითოეულ ნაძვს სპეციალური ფასი ექნება და 20 ლარი ეღირება. პროექტში ჩართვის მსურველ კომპანიებს და ორგანიზაციებს შეუძლიათ ცოცხალი ნაძვები მათთვის სასურველ, შერჩეულ ტერიტორიებზე დარგონ და გაალამაზონ გარემო. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს არ მიადგეს ზიანი და მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა ამ აქციაში ჩართვის შესაძლებლობა და ჩვენი წვლილის შეტანა გარემოს დაცვაში“, -განუცხადა “კვირას“ “აგრომაქს დეკორის“  დამფუძნებელმა ვიოტეკ გრაბჩევსკიმ.
კამპანიის თანაორგანიზატორ  და საინფორმაციო მხარდამჭერ პორტალ “კვირას“ კომერციული დირექტორის ანა ჩანგიანის  თქმით, პროექტი – “ნუ მოჭრით ნაძვს”  ფართომასშტაბიანია და გამწვანების აქციაში ჩართვის სურვილი უკვე გამოთქვეს  როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურების წამომადგენლებმა.photo

“ საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი “კვირა“ საიმოვნებით უერთდება გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ აქციას -“ნუ  მოჭრი ნაძვს“, გამწვანების ღონისძიებები და საინფორმაციო რგოლები  აქტიურად გაშუქდება პორტალ “კვირას“ და სხვა მედიასაშუალებების მეშვეობით.   გამწვანების აქციაში ჩართვის სურვილი უკვე გამოთქვეს  როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურების წამომადგენლებმა.  ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივაა და  ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო მეტი  კომპანია გამოთქვამს პარტნიორობის სურვილს. ხაზი მინდა გავუსვა პოლონურ-ქართული კომპანიის – “აგრომაქს დეკორის“ ჩართულობას ამ აქციაში. მნიშვნელოვანია, რომ მსურველებს სპეციალურ ფასად – 20 ლარად შეეძლებათ ნაძვის ყიდვა  და საახალწლოდ მორთვა ან სხვა ტერიტორიის გალამაზება“,-აღნიშნა ანა ჩანგიანმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=H1cxkKkCc3E” width=”560″ height=”315″]

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები