„ბოინგი“ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტმა დიმიტრი იაკაცუდმა ჩამოაგდო“ – ახალი ფაქტები ანდრეი კარაულოვის ფილმში (ვიდეო)

 

   უკრაინაში მომხდარი „ბოინგის“ ავიაკატასტროფის საქმეს წერტილი დაისვა. ექსპერტებმა საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულის აღმასრულებლების გვარები დაასახელეს.
ჟურნალისტ ანდრეი კარაულოვის ახალ დოკუმენტურ ფილმში „როგორ დაიღუპა „ბოინგი“ მალაიზიური ბოინგის დამსხვრევის ბოლო მონაცემებია ასახული. დამოუკიდებელი გამოძიების მსვლელობისას ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცეში 2014 წლის 17 ივლისს უკრაინული „სუ-25“ იმყოფებოდა. ცნობისთვის, უკრაინის გენერალური შტაბი ტრაგიკულ დღეს ცაში აღნიშნული ავიაციის ყოფნას უარყოფდა.
ფილმში მრავლადაა წარმოდგენილი მალაიზიური ბოინგის კატასტროფის უკრაინული სამხედრო-საჰაერო ძალების ბრალეულობის მტკიცებულებები. გასაჯაროვებულია უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის ინტერვიუ, რომელშიც ნათქვამია, რომ „ბოინგი“ სწორედ უკრაინელმა ძალოვანებმა ჩამოაგდეს.
დამოუკიდებელმა საექსპერტო გამოძიებამ აჩვენა, რომ მალაიზიური „ბოინგი“ უკრაინულმა „სუ-25“-მა დაცხრილა, რომლის პილოტი უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების პოდპოლკოვნიკი დიმიტრი იაკაცუდი იყო.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=m1QH03NtVQ0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები