ზემო სვანეთში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პირველადი ინვენტარიზაცია განხორციელდა

 

   კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენისა და განვითარების მიზნით, ზემო სვანეთში პირველადი ინვენტარიზაცია განხორციელდა. ზემო სვანეთში ჩატარებული ექსპედიციის შედეგად, რომლის ხელმძღვანელი სოფო ლობჟანიძეა, არასამთავრობო ორგანიზაციამ – „მემკვიდრეობა მომავლისთვის“ 174 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი გამოავლინა და 80 საველე და 51 სააღრიცხვო ბარათი დაამუშავა.
მუშაობის შედეგად, უკვე გამოიკვეთა რამდენიმე ათეული გამორჩეული ნიმუში – უძველესი სვანური საკრავი – ჭუნირი, ხეზე კვეთის ტრადიცია, სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგია, ფეტვიანი ხაჭაპური და ქალთა ფერხული, რომელთა დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, წლის ბოლომდე კულტურული მემკვიდერობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამოვლენილ მასალებს, არამატერიალური ძეგლის სტატუსს მიანიჭებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები