“საქართველოს ენერგეტიკის ისტორიაში პირველად იმპორტის განხორციელება დაიწყო”

 

   საქართველოს გავლით რუსეთიდან დაახლოებით 300 მეგავატი ელექტროენერგიის ტრანზიტი ხორციელდება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამის შესაძლებლობა საქართველოს ახალციხეში 500-კილოვოლტიანი ახალი ქვესადგურის აშენების შედეგად მიეცა.
“ჩვენ გვქონდა საუბარი აზერბაიჯანთან, რომ ეს შესაძლებლობა მათაც გამოეყენებინათ. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ რუსეთიდან მიმდინარეობს დაახლოებით 300 მეგავატის, ასე ვთქვათ, ტრანზიტი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავალია და იმ ვალს მოემსახურება, რომელიც ახალციხის ქვესადგურის მშენებლობისთვის იქნა აღებული”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები