OSCE-ს ოფისი საქართველოში სასამართლოს სისტემის მუშაობაზე დაკვირვების ანგარიშს აქვეყნებს

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში სასამართლოს სისტემის მუშაობაზე დაკვირვების ანგარიშს აქვეყნებს.
მონიტორინგი სასამართლო დარბაზებში 2013 წლის გაზაფხულიდან ხორციელდებოდა და 14 გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეს მოიცავს.
ანგარიშში სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და იმ რეფორმების არსებობაზეა საუბარი, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით 2012 წლის ნოემბრიდან ტარდება.
ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დახვეწას საქართველო უწყვეტი რეფორმების გზით ახორციელებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისთვის და არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.
აღმასრულებელ ხელისუფლებას სამი, ხოლო პროკურატურას ოთხი რეკომენდაცია ეძლევა მაშინ, როდესაც სასამართლო ხელისუფლებისთვის 34 რეკომენდაციაა შეთავაზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები