“ლარის კურსთან დაკავშირებით მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ამას ხელისუფლება ვარაუდობდა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით მოვლენები სწორედ ისე განვითარდა, როგორც ამას ხელისუფლება ვარაუდობდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა იმ გარე ფაქტორებზე ისაუბრა, რომელთაც, მისივე თქმით, ლარის კურსის ვარდნა გამოიწვიეს.
პრემიერმა ოპონენტების მიერ აღნიშნულ თემაზე გაკეთებულ მწვავე განცხადებებს მიზანმიმართული უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი მოსახლეობაში პანიკას განზრახ, უსაფუძვლოდ თესავდნენ. “ლარის კურსთან დაკავშირებით მოვლენები განვითარდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვამბობდით და ლარმა გამყარება დაიწყო. დღეს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში არის 1, 92, ხოლო ბაზარზე 1,88-87. ლარის კურსზე ძირითადი გავლენა შემდეგმა ფაქტორებმა მოახდინეს და ეს მინდა განვმარტო მოსახლეობისათვის: პირველი – დოლარი გამყარდა სხვა ვალუტებთან მიმართებაში, მათ შორის, ევროს მიმართაც, ასევე, უნდა აღინიშნოს რეგიონში არსებული რთული ეკონომიკურ – პოლიტიკური ვითარება, რამაც ჩვენს სავაჭრო ბალანსზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, და ეს იყო ის ძირითადი საგარეო ფაქტორები, რამაც ძირითადი გავლენა მოახდინა ლარის კურსზე. ჩვენი ოპონენტების მხრიდან მოსახლეობაში საგანგებოდ დათესილმა პანიკამ დიდი ზეგავლენა იქონია ლარის კურსზე. სწრაფი ტემპით არაადეკვატურ ნიშნულამდე დასვლა სწორედ ამას უკავშირდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები