ორთვიანი ძებნის შემდეგ მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ჭალადიდში აღმოჩენილი 44 წლის მამაკაცის ცხედარი ქუთაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს. გელა კირთაძის გარდაცვალების მიზეზს გამოძიება დაადგენს. ჭალადიდში, ერთ-ერთ ღელეში 44 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. კირთაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცხედარი ბოროტმოქმედებმა ღელეში წუხელ ჩააგდეს, მანამდე კი სხვა ადგილზე ჰქონდათ გადამალული. ჭალადიდის მკვიდრი, 44 წლის გელა კირთაძე გასული წლის 6 დეკემბერს გაუჩინარდა. მამაკაცის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა შს სამინისტროს იმავე დღეს შეატყობინეს. პოლიცია მამაკაცს ამ დრომდე ეძებდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სსკ 115-ე მუხლით აღიძრა.