Amnesty International: ისრაელის მიერ ღაზას სექტორში საცხოვრებელი სახლების დაბომბვა – სამხედრო დანაშაულია

უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის წარმომადგენლების მოსაზრებით, ისრაელის სამხედროების მიერ ღაზას სექტორში საცხოვრებელი სახლების დაბომბვა – სამხედრო დანაშაულია. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ერთ-ერთი უფლებადამცველის ფილიპ ლიუტერის განცხადებით, ისრაელს და ღაზას შორის ომის ბოლო 4 დღის განმავლობაში 4 მაღალსართულიანი შენობა დაინგრა.
„ეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაა. აუცილებელია სამხედრო დანაშაულების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება. მათ, ვინც დამნაშავეა ამაში, პასუხი უნდა აგონ. ადამიანებმა, ვისი სახლებიც უკანონოდ დაინგრა, კომპენსაცია უნდა მიიღონ“, – განაცხადა ლიუტერმა.
„ლენტა.რუს“ ცნობით, სავარაუდოდ, ერთ-ერთ დანგრეულ სახლში „ჰამასის“ „ბოევიკების“ მეთაურები იმყოფებოდნენ. უფლებადამცველებმა ისრაელის ხელისუფლებას განმარტება სთხოვეს, თუ რატომ დაინგრა დანარჩენი შენობები. ისრაელის მთავრობას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. Amnesty International-მა „ჰამასისა“ და პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან ასევე ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის სია შეადგინა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გაეროს საგამოძიებო კომისიას საკუთარი გამოძიების ჩატარების თხოვნით მიმართეს. ამისთვის ღაზას სექტორში ჩასასვლელად უფლებადამცველებს ისრაელის მთავრობის ნებართვა სჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს ისრაელმა ღაზას სექტორში ოპერაცია „აუღებელი კლდე“ დაიწყო. ოპერაცია „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მხრიდან ებრაული ქალაქების მიმართ სროლის შესაწყვეტადაა მიმართული. სამხედრო მოქმედებების დაწყების მიზეზი 3 ებრაელი მოზარდის გატაცება გახდა.

10818936_881907961849443_1516935519_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები