პუტინი „წლის ადამიანის“ წოდებაზე ნომინირებულ პირთა სიაში მოხვდა

ავტორიტეტულმა ჟურნალმა “Time”-მა „წლის ადამიანის“ წოდების პრეტენდენტთა სია გამოაქვეყნა. ნომინანტებს შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოხვდა. პუტინის გარდა სიაში კიდევ 7 პრეტენდენტია. ჟურნალის ცნობით, პრეზიდენტი პუტინი სტატიების სათაურებში მთელი წლის მანძილზე დომინირებდა. მისი სახელი უფრო ხშირად სოჭის ოლიმპიადასთან, ყირიმის რუსეთთან მიერთებასთან და უკრაინის კონფლიქტთან კავშირში იყო ნახსენები.
პუტინთან ერთად სიაში ერაყის ქურთისტანის ლიდერი მასუდ ბარზანი, კომპანია „ალიბაბა გრუპის“ დამფუძნებელი ჯეკ მა, „ეფლის“ ხელმძღვანელი ტიმ კუკი, აშშ-ს ეროვნული საფეხბურთო ლიგის კომისარი როჯერ გუდილი და ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ტეილორ სვიფტი შევიდნენ. ამ პირებთან ერთად, „წლის ადამიანი“, შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი მათგანი, ვინც ვირუს ებოლათი დაავადებულებს უვლის და ფერგიუსონში აფროამერიკელის მკვლელობის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
საბოლოო გადაწყვეტილება, თუ ვინ გახდება „წლის ადამიანი“, ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა უნდა მიიღოს. ეს გადაწყვეტილება ხვალ, 10 დეკემბერს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები