აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ერაყში ჩავიდა

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი ბაღდადში ჩავიდა, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ჰეიგელი ერაყის პრემიერ-მინისტრს და ქვეყანაში მყოფ ამერიკელ სამხედროებს შეხვდება.
მანამდე ქუვეითში ვიზიტისას ჰეიგელმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმების წყალობით ერაყელ სამხედროებს ისლამისტებთან ბრძოლაში ახალი იმპულსი გაუჩნდათ. ამის მიუხედავად, ჰეიგელმა აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები