„ლარის ნერვიულობა და ციმციმი შეჩერებულია“

„ლარის ნერვიულობა და ციმციმი აღარ არის, ეს პროცესი შეჩერებულია“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ქანთარიას განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ეკონომიკური გუნდი ახლა უფრო დაკვირვებით გაარძელებს მუშაობას. რაც შეეხება მთავრობის ეკონომიკური გუნდის პარლამენტში დაბარების საკითხს, ქანთარიას თქმით, როცა დეპუტატებს მთავრობის წარმომადგენლებთან კითხვები უჩნდებათ, მათ ამაზე პასუხები უნდა გასცენ.
„ მთავრობამ იმუშავა ამ საკითხზე და ლარის ნერვიულობა და ციმციმი, რაც იყო, შეჩერებულია. იმედი მაქვს, ეკონომიკური გუნდი უფრო დაკვირვებით გააგრძელებს მუშაობას. „ნაციონალებმა“ ეკონომიკური გუნდი პარლამენტში დაიბარა, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია. მთავრობის წარმომადგენლებმა დეპუატების კითხვებს პასუხი უნდა გასცენ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ქანთარიამ კომენტარი 2015 წლის ბიუჯეტის შესახებაც გააკეთა. მისი თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სოციალურ პროგრამებზე გაიხარჯება. მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით იზრდება პენსიები და პედაგოგთა ხელფასები.
2015 წლის ბიუჯეტს პარლამენტი 12 დეკემბერს დაამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები