„ცვლილებები განპირობებული იყო იმით, რომ ადამიანებმა კონკრეტულ პოზიციებზე საკუთარი თავი ამოწურეს“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა.
ქანთარიას თქმით, ის მოცემულ ეტაპზე მთავრობის უფრო მაღალ ეშელონებში ცვლილებებს არ ელის. დეპუტატის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ თითქოსდა, ვინმე იმიტომ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდა, რომ ე.წ. კლანური ბრძოლაა მთავრობაში. მისი თქმით, ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული ნიშნით იყო განპირობებული.
„ამ დროისთვის მინისტრთა კაბინეტში რაიმე ცვლილებას არ ველოდები. საშუალო რგოლში მოხდა ცვლილებები, ეს სრულიად ნორმალურია. არავითარი კლანური ბრძოლა არ არსებობს, ეს ყველაფერი ტყუილია. ეს გამოწვეულია იმით, რომ მთავრობის მუშაობა უფრო შედეგიანი და მოსახლეობისთვის ბევრად საგრძნობი იყოს. ეს იყო პროფესიული ნიშნით განპირობებული. ამ ადამიანებმა კონკრეტულ პოზიციებზე ამოწურეს საკუთარი თავი და სხვა პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები