უსუფაშვილი კოლეგებს დაემშვიდობა: ვეცდები, დავბრუნდე ჯანმრთელად და დამხვდით ჯანმრთელები, ნახვამდის

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კოლეგებს რამდენიმე დღით დაემშვიდობა.
“ვეცდები, დავბრუნდე ჯანმრთელად და დამხვდით ჯანმრთელები, ნახვამდის“,- დავით უსუფაშვილი კოლეგებს რამდენიმე დღით ამ სიტყვებით დაემშვიდობა.
დღეიდან პარლამენტის მუშაობას პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გაუძღვება. პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო საქმიანობას მომავალი კვირის ბოლოს დაუბრუნდება. არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით რამდენიმე დღით ლიტვაში მიემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები