აფრიკაში ქართველი სამხედროების გაგზავნაზე თანხმობის მისაღებად პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა

  ცენტრალურ აფრიკაში, ევროკავშირის მისიის ფარგლებში საქართველოს შეირაღებული ძალების გაგზავნაზე თანხმობის მისაღებად პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა.
გიორგი მარგველაშვილის ბრძანების მიხედვით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ოპერაცია EUFOR RGA-ში მონაწილეობის მიღების მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი ოცეული უნდა გაიგზავნოს, რაც 2015 წლის აპრილამდე უნდა განხორციელდეს.
პრეზიდენტის ბრძანება ძალაში პარლამენტისგან თანხმობის მიღების შემდეგ შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები