შემოსავლების სამსახურს გიორგი თაბუაშვილი უხელმძღვანელებს

  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ხადურმა, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასამტკიცებლად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, რომელიც ამავე დროს, კანონმდებლობის დაცვით, კვლავ გააგრძელებს მინისტრის პირველი მოადგილის უფლებამოსილების შესრულებას.
გიორგი თაბუაშვილს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა 2013 წლის იანვრიდან უკავია. მიღებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ილინოისის უნივერსიტეტში, აგრეთვე პროექტების მართვის მაგისტრის სერტიფიკატი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში.
შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ფინანსთა მინისტრმა სამინისტროს სათათბირო საბჭოს წევრებს დღეს გამართულ სხდომაზე წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი გვარამაძე, რომელსაც აღნიშნული პოსტი მიმდინარე წლის თებერვლიდან ეკავა, მუშაობას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები