„ერთადერთი ირაკლი ღარიბაშვილისგან ვიღებ შენიშვნებსაც, ინსტრუქციებსაც და დავალებებსაც“

   იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, რაც ბიძინა ივანიშვილი აღარ არის პრემიერ-მინისტრი, მისგან ინსტრუქციები არ მიუღია.
მისივე თქმით, ერთადერთი, ვისგანაც შენიშვნებსაც იღებს, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია.
“მე პირადად ბიძინა ივანიშვილთან ბოლოს კონტაქტი მქონდა 1-ელ ოქტომბერს, როდესაც შევეხმიანე და მივულოცე დიდი გამარჯვება, რომელიც ჩვენ 2 წლის წინ, მისი დამსახურებით ვიზეიმეთ. მას შემდეგ მასთან სამუშაო ან სხვა რაიმე ტიპის კონტაქტი არ მქონია. ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი მინისტრობის პერიოდში, რაც ივანიშვილი აღარ არის პრემიერი, მისგან არ მიმიღია და არ ვღებულობ ინსტრუქციებს, რადგან ის გადადგა, წავიდა. არასდროს მისგან არ მიმიღია არანაირი ინსტრუქცია. იუსტიციის სამინისტროს ჰყავს ერთი დე ფაქტო და დე იურე მინისტრი, ეს გახლავართ მე. ამ მთავრობას ჰყავს ერთი დე ფაქტო და დე იურე პრემიერი, ეს გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი. დიახ, მე მისგან ვიღებ შენიშვნებსაც, ინსტრუქციებსაც და დავალებებსაც, რომელსაც მე ვასრულებ”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები