„ჩემთვის არაფერია ცნობილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით“

ჩემთვის არაფერია ცნობილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
“ჩემთვის არაფერია ცნობილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გამოვრიცხავ ასეთ საკადრო ცვლილებებს. რაც შეეხება უკვე განხორციელებულ ცვლილებებს, ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ დაგვტოვონ. სულ ეს არის, რაც ვიცი. რატომ? ეს ჩემთვის ცნობილი არ არის და არც ვაპირებ ვეძიო, რატომ წავიდნენ ეს ადამიანები სამსახურებიდან”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები