უკრაინელი ძალოვანები დონბასის საცხოვრებელ რაიონებს ესვრიან
უკრაინელი ძალოვანები დონბასის საცხოვრებელი რაიონების მისამართით ისვრიან. დღე-ღამის განმავლობაში მათ მძიმე არტილერია 3-ჯერ გამოიყენეს, – წერს „რია ნოვოსტი“.
“ღამის განმავლობაში დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ვითარება არ შეცვლილა. უკრაინელი სამხედროები ნოვოროსიის ინფრასტრუქტურის ობიექტების და საცხოვრებელი რაიონების მიმართ სროლას განაგრძობდნენ. დაფიქსირებულია მძიმე არტილერიის გამოყენების 3 შემთხვევა“, – განაცხადეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შტაბში.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კონფლიქტის შედეგად 4 300 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.