უკრაინაში კადიროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

  ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის წინააღმდეგ უკრაინელი დეპუტატების მისამართით გაკეთებული გამონათქვამების გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველმა მარკიან ლუბკივსკიმ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადის სამმა დეპუტატმა გროზნოში 4 დეკემბერს მომხდარ ტერაქტს მხარი დაუჭირა.
„გატყობინებთ, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის რამზან კადიროვის მხრიდან უკრაინის სახალხო დეპუტატების მისამართით ტერორისტული მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამასთან, უშიშროების სამსახურმა უკრაინის პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებსაც დაემუქრნენ, უსაფრთხოების ზომები მიიღო“, – დაწერა ლუბკივსკიმ ფაესბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს „იმარატ კავკაზის“ „ბოევიკებმა“ პოლიციელებზე თავდასხმა განახორციელეს და გროზნოს საგამომცემლო სახლი დაწვეს. ცნობილია, რომ დაიღუპა 14 პოლიციელი. კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული იყო 11 „ბოევიკი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები