ქუთაისში 76 წლის ქალი მომვლელმა მოკლა – ბრალდებული დაკავებულია

  ქუთაისში 76 წლის ქალს მისმა მომვლელმა, ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში ბრალდებული რამდენიმე წუთში დააკავეს.
მათივე განცხადებით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები