ჩეჩნეთში საქართველოს მოქალაქეს ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით გაასამართლებენ
ჩეჩნეთში საქართველოს მოქალაქეს ბესლან წინწალაშვილს ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით გაასამართლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას “კავკაზკი უზელი” ავრცელებს. 25 წლის ბესლან წინწალაშვილს ბრალად ედება ჩეჩნეთის ორი მოქალაქის სირიაში გადაყვანა და ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” სასარგებლოდ ბრძოლა.
ჩეჩნეთის პროკურატურის განცხადებით, წინწალაშვილი ჩეჩენ მოქალაქეებს უცხოეთის პასპორტის დამზადებას და საქართველოდან სირიაში გადაყვანას დაჰპირდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, წინწალაშვილს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 500 ათასი რუბლი ემუქრება.