პოლიკარპე ხუბულავას საიუბილეო საღამო გაიმართა
4 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კულტურის ცენტრში – „ოდიში“, ცნობილი ქართველი ლოტბარისა და მომღერლის, პოლიკარპე ხუბულავას საიუბილეო საღამოს დაესწრო.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა. მიხეილ გიორგაძემ ფოლკლორული მუსიკის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პოლიკარბე ხუბულავას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური პრიზი- „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. საღამოს დასასრულს, კულტურის ცენტრის წინ ქართველი ლოტბარის, პოლიკარპე ხუბულავას ვარსკვლავი გაიხსნა.