ქართველი ხელოვანები საახალწლო „ფლეშმობში“ გაერთიანდნენ (ფოტოკოლაჟი)

სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასი“ ქართველ ხელოვანებს მასშტაბური აქციით აერთიანებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მეტეხის ხიდზე „ფლეშმობის“ გადაღება გაიმართა, რომელშიც „არტპალასის“ ინიციატივით, ქართველი სხვადასხვა თაობის ხელოვანები გაერთიანდნენ, რათა სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცონ.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ, რატომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა სხვებთან ერთად მეც ხომ საქართველოს შვილი ვარ, ამიტომ მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს“, – განაცხადა მსახიობმა ჯემალ ღაღანიძემ.
მილოცვას მუსიკალური კლიპის „ფლეშმობის” სახე ექნება, რომელშიც მონაწილეობენ უფროსი თაობის ცოცხალი ლეგენდები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, ახალგაზრდა არტისტები და კულტურის სხვა სფეროს მოღვაწეები.
პროექტში 1000-მდე ქართველი ხელოვანია ჩართული. კლიპის რეჟისორი „არტპალას ფროდაქშენის“ ხელმძღვანელი ზაზა ორაშვილია, დამდგმელი რეჟისორი კი – გოჩა კაპანაძე. როგორც ზაზა ორაშვილი აცხადებს, საერთო ჯამში, აქცია ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება.
„წელს გადავწყვიტეთ ცოტა არასტანდარტული მილოცვა გადაგვეღო. ეს არის “ფლეშმობით” მილოცვა. აქედან გამომდინარე, ეს დღეები ჩემი გადამღები ჯგუფისთვის დატვირთულია. გვიწევს ექსტრემალურ პირობებში გადაღება, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ „ფლეშმობი“ მოითხოვს ექსტერიერს. ვფიქრობ, საერთო ჯამში, საინტერესო და სახალისო სანახაობა გამოვა“, – განაცხადა რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა.
კლიპში გამოყენებულია ყველასათვის ნაცნობი სიმღერა „ფიფქები“, რომელიც ამ აქციისთვის სპეციალურად „არტპალას რექორდსმა“ ახლებური არანჟირებით ჩაწერა.
„არტპალასის” ინიციატივით, მთელი ქართული ხელოვნების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები შევიკრიბეთ და „ფლეშმობის“ სახით საახალწლო მილოცვას ვამზადებთ. მე მეგონია, რომ, მართლაც, ძალიან კარგი საჩუქარი იქნება ქართველი მაყურებლებისთვის“, – განაცხადა ნიკა წულუკიძემ.
კლიპის პირველი გადაღებები 3 დეკემბერს დაიწყო, სადაც მარჯანიშვილის, რუსთაველისა და თავისუფალი თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. საბოლოო, მასშტაბური გადაღება კი დღეს ევროპის მოედანზე გაიმართა, სადაც სპეციალურად ამ აქციისთვის მეტეხის ხიდი გადაიკეტა.

10559053_817457074966846_625795796_n 10559053_817457094966844_1679820283_n 10799806_817457128300174_1524439576_n 10814108_817457081633512_1555316716_n 10822633_817457091633511_1360685090_n 10833745_817457124966841_1225386377_n 10841727_817457084966845_482481027_n 10850446_817457088300178_201869662_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები