ზაურ დეისაძის ნახატების ალბომის პრეზენტაცია გაიმართება

8 დეკემბერს, 16:00 საათზე, მწერალთა სახლში საქართველოს დამსახურებული მხატვრის ზაურ დეისაძის ნახატების ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
ზაურ დეისაძის შემოქმედებითი ცხოვრების ამოსავალი წერტილი და მთავარი თემა -ადამიანის მრავალსახეობისა და მრავალფეროვნებისადმი ინტერესია. სწორედ ადამიანებში პოულობს მხატვარი ახალ იდეებს შთაგონებისათვის. ყოველთვის ცდილობს გადმოსცეს განწყობა, გარდამავალი სულიერი მდგომარეობა და შექმნას პოეტური, ლირიკული სურათი.
ქუთაისის საშუალო სკოლის დამთავრების პარალელურად ზაურ დეისაძემ დაამთავრა ქუთაისის გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლა. შემდეგ თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში: მოსკოვში და გერმანიაში. მიღებული აქვს პრიზები და ბრინჯაოს მედალი „ადამიანი და კოსმოსი“ საკავშირო გამოფენებიდან.1986 წელს დასახელებულია წლის საუკეთესო გრაფიკოსად. 2001 წელს გაეროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში წიგნის მხატვრულ გაფორმებაზე მიიღო პირველი პრემია. გაიმარჯვა აშშ-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში წიგნის მხატვრული გაფორმებისათვის, რის შედეგადაც დასურათებული ორი წიგნი მსოფლიოს 30 ქვეყანაშია გამოსული და გამოცემა დღესაც გრძელდება.
ზურაბ დეისაძის ნახატების ალბომი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით დაიბეჭდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები