“ნაციონალებს“ საარჩევნო სისტემაზე ლაპარაკის მორალური უფლება არ აქვთ“
ჩვენი ოპონენტები ლაპარაკობენ საარჩევნო კოდექსზე მაშინ, როდესაც მათ საარჩევნო სია საქართველოს მოსახლეობას გაუტოლეს – ამის შესახებ ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება მოისმინეს. სიტყვით გამოსვლისას, გოგი თოფაძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” საარჩევნო სისტემაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს.
“ბატონო, პრეზიდენტო, თქვენ, ალბათ, გაოცდით ჩვენი ოპოზიციის ასეთი რადიკალური გამოსვლით, ფაქტების დამახინჯებით. ნუ გიკვირთ, ჩვენ ყველა სესიაზე ამას ვისმენთ, შეგუებული ვართ და პასუხსაც ვცემთ. ჩვენი ოპონენტები ლაპარაკობენ საარჩევნო კოდექსზე მაშინ, როდესაც მათ საარჩევნო სია საქართველოს მოსახლეობას გაუტოლეს. რა არ იკადრეთ და გააკეთეთ, ამიტომ საარჩევნო სისტემაზე ლაპარაკის მორალური უფლება თქვენ არ უნდა გქონდეთ”, – მიმართა თოფაძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს.