„მისტრალის“ რუსეთისთვის გადაცემაზე პარიზის უარი საფრანგეთს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, – ფრანგი პოლიტიკოსი

საფრანგეთმა საკუთარი თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო, როდესაც რუსეთისთვის „მისტრალის“ გადაცემაზე უარი განაცხადა. მოსკოვის მიერ საფრანგეთის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დაწყების შესახებ შესაძლო გადაწყვეტილება ლოგიკური გამოსავალი იქნება, – ამის შესახებ „იტარ-ტასთან“ ინტერვიუში საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა, საფრანგეთის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა, „ფრანკო-რუსული დიალოგის“ თანათავმჯდომარემ ტიერი მარიანმა განაცხადა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ რუსეთს „მისტრალს“ ვერ გადასცემს იმის გამო, რომ მოსკოვი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით განვითარებულ მოვლენებში ერევა.
დეპუტატის მოსაზრებით, საფრანგეთისთვის სიტუაცია აბსურდულია რამდენიმე მიზეზით.
„ფრანსუა ოლანდის განცხადებით, გადაწყვეტილება უკრაინაში სიტუაციის მოგვარების შემდეგ იქნება მიღებული. ვშიშობ, რომ ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის პრეზიდენტი აღარ იქნება, უკრაინაში კი სიტუაცია მოგვარებული ჯერ კიდევ ვერ მოგვარდება. ჩემი აზრით, ეს სულელური სიტუაციაა, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა თავად ჩაიგდო თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში და არ იცის, თუ როგორ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან“, – განაცხადა მარიანიმ.
გარდა ამისა, დეპუტატის განცხადებით, გემის ნაწილი რუსეთში აშენდა, ამიტომ ის საფრანგეთს სრულად არ ეკუთვნის.
„რუსეთის მთავრობა განსაკუთრებულ მოთმინებას ავლენს. ნათქვამი იყო, რომ რუსეთში საფრანგეთის გადაწყვეტილებას ელოდებიან, მაგრამ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილებას კიდევ დიდი ხნის მანძილზე უნდა ელოდონ. ოლანდის პიროვნებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ის არ არის ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია“, – განაცხადა მარიანიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები