აშშ-ში რუსეთიდან სარაკეტო ძრავების შეძენის აკრძალვის საკითხზე კენჭისყრა ჩატარდება

აშშ-ს კონგრესი 2015 წლის სამხედრო ასიგნებების შესახებ კანონპროექტი შეათანხმა. რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა დოკუმენტში ცვლილება შეიტანა, რომელიც ამერიკულ კომპანიებს რუს პარტნიორებთან Atlas V-ს რაკეტებისთვის რდ-180-ის ძრავების შეძენის შესახებ ახალი კონტრაქტების გაფორმებას აუკრძალავს. ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება. რუსული წარმოების მაგივრად ამერიკული სარაკეტო ძრავის დამუშავებისთვის დოკუმენტი ასევე 220 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
საერთო ჯამში თავდაცვის მიზნებისთვის 2015 წელს 585 მილიარდი დოლარი იქნება გამოყოფილი. მათ შორის 63,7 მილიარდი ავღანეთში, ერაყში და სირიაში სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად დაიხარჯება. წინასწარი მონაცემებით, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლების პალატა კენჭისყრას ამ კანონპროექტზე ამ კვირაში, სენატი კი – მომდევნო კვირაში ჩაატარებს.
ცნობისთვის, რდ-180-ის ძრავები რაკეტა Atlas V-ის პირველ საფეხურზე დაყენებისთვის გამოიყენება. რაკეტა პენტაგონის დაკვეთით ორბიტაზე არა მარტო სამოქალაქო, არამედ სამხედრო თანამგზავრების გამოყვანისთვის გამოიყენება.
პენტაგონი მაკკეინის ცვლილებების წინააღმდეგ გამოდის და ფიქრობს, რომ შედეგად ამერიკული სამხედრო თანამგზავრების ორბიტაზე სტაბილურ გამოსვლას ხელი შეეშლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები