პროექტ CD ალბომის – „რამიშვილების“ საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართება

19 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ალბომ „რამიშვილების“ საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართება.
„რამიშვილები“ ინოვაციური პროექტია და ეძღვნება ნინო რამიშვილის ხსოვნას, რომელიც თავისი დროის დიდი ნოვატორი იყო და ყოველთვის სურდა 1-აქტიანი მოდერნბალეტის დადგმა.
სუხიშვილების სხვა ტრადიციული და მოდერნიზმის ზღვარზე შექმნილი პროექტებისგან განსხვავებით, „რამიშვილები“ რეაქციული ინდივიდუალიზმისა და მინიმალიზმის თვალსაჩინო მაგალითია. პროექტ „რამიშვილების“ ავტორი „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილია. აღნიშნულ CD ალბომში შესული მუსიკა სწორედ მას და „სუხიშვილების“ ბენდის მუსიკოსს, დავით აზირაშვილს ეკუთვნით; არანჟირებაზე კი, ბენდის უკლებლივ ყველა მუსიკოსმა იმუშავა. CD ალბომის დიზაინის შემქმნელი ბაჩა მალაზონიაა.
ამ ეტაპზე „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში მიმდინარეობს მუშაობა პროექტ „რამიშვილების“ CD ალბომის ჩაწერაზე. პროექტი „რამიშვილები“ განხორციელდა კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით. პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ: ქართული ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ გენერალური დირექტორი ნინო სუხიშვილი; პროექტ „რამიშვილების“ ავტორი, „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი; კომპანია „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი ზაზა შენგელია; CD ალბომ „რამიშვილების“ დიზაინის შემქმნელი ბაჩა მალაზონია; პროექტის გენერალური სპონსორის, კომპანია „სილქნეტის“ წარმომადგენელი, პროექტის კოორდინატორი, პროექტის მხარდამჭერის, კომპანია „თელიანი ველის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოფო ჭაავა.
პრესკონფერენცია 4 დეკემბერს, 16:00 საათზე „ბრავო რექორდსში“ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები