სომალის აეროპორტთან აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთან ძლიერი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, ტერორისტული იერიშის მიზანი გაეროს კოლონა იყო. სამართალდამცავების მონაცემებით, შეიარაღებული პროვოკაციებისგან დაცული ამ რაიონში ტერორისტი -„კამიკაძე“ დანაღმული ავტომობილით შეიჭრა. ცნობისთვის, შემთხვევის ადგილის მახლობლად კვარტალია, რომელშიც საელჩოები მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები