ვადამდელი არჩევნების გამო ნეთანიაჰუ პარლამენტს უმოკლეს ვადაში დაითხოვს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ ვადამდელი არჩევნების გამო პარლამენტს უმოკლეს ვადაში დაითხოვს, – ამის შესახებ თავად პრემიერმა განაცხადა, – წერს „იტარ-ტასი“.
„ბოლო კვირებში, ბოლო დღე-ღამის ჩათვლით იუსტიციის და ფინანსთა მინისტრები ციპი ლივნი და იაირ ლაპიდი ჩემს მთავრობაზე თავდასხმებს ახორციელებდნენ. ხელისუფლებაში წინააღმდეგობას და მინისტრების მხრიდან კაბინეტისა და მისი ლიდერის მიმართ იერიშს ვერ მოვითმენ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მან ორივე მინისტრის – ლივნისა და ლაპიდის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.
გარდა ამისა, უმოკლეს დროში ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად და ისრაელის ხალხისგან ნდობის მისაღებად პრემიერი პარლამენტის (ქნესეთის) დათხოვნას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები