მეფე გიორგი IV-ის/ლაშა-გიორგის ავტოგრაფი გამოქვეყნდა

მეფე გიორგი IV-ის/ლაშა-გიორგის ავტოგრაფით – „ქ. მტკიცეა ნებითა ღმრთისაითა!“- დამოწმებული ისტორიული საბუთი საქართველოს ეროვნულმა არქივმა დღეს „კვირის დოკუმენტის“ ფარგლებში გამოაქვეყნა.
შიომღვიმის კუთვნილ სოფელ აგარის გამოსაღებისაგან გათავისუფლების შესახებ მეფის ბრძანება 1121/1122 წლებით თარიღდება.
ჩვენამდე მოღწეულია ეტრატზე დაწერილი დოკუმენტის ფრაგმენტი – დედნის ძირითადი ნაწილი დაკარგულია, შემორჩენილია მხოლოდ მეორე კეფი. დაწერილია კალიგრაფიული მხედრულით, მდივან-მწიგნობარ მიქაელ კატარაწისძის მიერ.
დოკუმენტი განთავსდა როგორც ეროვნული არქივის ვებგვერდზე, ისე არქივის გვერდზე, სოციალურ ქსელში. „კვირის დოკუმენტის“ მიზანია, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები