ზაქარია ქუცნაშვილი: მეგობრული ჟესტი იქნება, იანუკოვიჩი მოვიწვიოთ საქართველოს მთავრობაში?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს აინტერესებს, მეგობრული ჟესტი იქნება თუ არა, საკუთარ ქვეყანაში ბრალდებული უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი საქართველოს მთავრობაში რომ მოვიწვიოთ,- ამის შესახებ ქუცნაშვილმა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტის შეთავაზების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, სააკაშვილი კანონზე მაღლა დადგა და ჩვენებასაც კი არ აძლევს.
„წარმოიდგინეთ, უკრაინის სახელმწიფომ ბრალი წაუყენა და ბრალს სდებს ყოფილ პრეზიდენტს და ახლა საქართველოს მთავრობას რომ ჭკუა გადაეკეტოს, გონება გადაერიოს და ეს კაცი მოიწვიოს საქართველოს რომელიმე სამინისტროს ხელმძღვანელად. უკრაინის მთავრობას წაყენებული აქვს ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალი. ეს იქნება მეგობრული ჟესტი უკრაინის სახელმწიფოს მიმართ? ჩაითვლება ეს ნორმალურად? საზოგადოების მიერ აღქმული ბრალდებულად. სააკაშვილი კანონზე მაღლა დადგა. არც ერთ საკითხზე, გირგვლიანის საქმეზე ჩვენებასაც კი არ აძლევს და იმალება კამერების უკან დადგმული სცენარების ქვეშ. ასეთი კაცი უნდა იყოს სამაგალითო? და მეგობრული ჟესტი იქნება, რომ უკრაინის ბრალდებით წარდგენილი პირი მოვიწვიოთ საქართველოს მთავრობაში? წინა პრეზიდენტი მყავს მხედველობაში”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები