მაღაზიიდან 128 ათასდოლარიანი პალტო მოიპარეს

ჰონკონგში ცნობილი ბრენდის “Burberry”-ის მაღაზიიდან მამაკაცმა ნიანგის ტყავისგან დამზადებული 128 ათასდოლარიანი პალტო მოიპარა, – წერს გაზეთი “The South China Morning Post”. ვიდეოკამერების ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ ხდის მამაკაცი მანეკენს პალტოს და თავისუფლად ტოვებს მაღაზიას. მაღაზიის თანამშრომლებმა რამდენიმე საათის შემდეგ შეამჩნიეს, რომ პალტო აღარ იყო და მაშინვე დარეკეს პოლიციაში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პალტო მაღაზიაში ახალი შეტანილი იყო და მას ეტიკეტიც არ ედო. ამიტომაც შეძლო ქურდმა მისი თავისუფლად გატანა. ინციდენტის შემდეგ მაღაზიაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ბრენდის წარმომადგენლებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები