პრემიერ–მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობას მადლობა გადაუხადა: ორი დღის წინ უპრეცედენტო რამ მოხდა (ვიდეო)
„როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში წინგადადგმული ნაბიჯისთვის“,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა დეპუტატებს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის.
„ორი დღის წინ მოხდა უპრეცედენტო რამ, საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარების ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ. ჩვენ ვნახეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია პრეზიდენტის ვეტო. მინდა, მადლობა გადავუხადო დეპუტატებს. ეს კარგი დემონსტრირება იყო იმის, რომ დღეს საქართველოში არის სრული დემოკრატია, რაც არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება და საპარლამენტო უმრავლესობის წვლილი,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.