ალასანია პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაზე: ეს ინიციატივა თუკი განხორციელდა, იქნება სირცხვილი

პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაძლო შეზღუდვას “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნულზე საუბრისას განმარტა, თუკი ეს ინიციატივა განხორციელდება, ეს ქვეყნის სირცხვილი იქნება.
“მე მგონია, რომ ეს ინიციატივა თუკი განხორციელდა, იქნება სირცხვილი და ჩვენი დემოკრატიულობის უკან დახევა. პრეზიდენტს ააქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და აქედან უნდა ამოდიოდეს ყველა. როგორ შეიძლება არჩეულ პრეზიდენტს შეეზღუდოს უფლებამოსილება?! ხალხს რატომ არ ეკითხებიან, ხომ ალხმა აირჩია პრეზიდენტი?! მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჩიხში შეიყვანს ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის ექსმინისტრი ფარული მოსმენების თემასაც გამოეხმაურა.
“მე მინდა შევეხო მოსმენების კანონსაც. დღეს ამ კანონით მოქალაქე დაცულად თავს არ გრძნობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ მომხდარიყო ეს პროცესები, ჩვენ მოსმენების საკითხთან დაკავშირებით შიგნით აქტიურ ქმედებებს განვახორციელებდით. მე ახლა გუნდის გარეთ გავაკეთებ ამას”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონზე გამოყენებული ვეტო, შესაძლოა, პრეზიდენტს კიდევ ერთი უფლებამოსილების შეზღუდვის ფასად დაუჯდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ სახელმწიფოს მეთაურს ვეტოს გამოყენების უფლება უნდა შეეზღუდოს. თუმცა, არ მექანიზმებით, ამას დეპუტატი ჯერ არ აკონკრეტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები