“სიკვდილი რუსეთს! რუსებო, თქვენი ნავთობი არავის სჭირდება” (ვიდეო)
„ტოიოტამ“ მსოფლიოში პირველი, წყალზე მომუშავე ავტომობილის სერიული წარმოება დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდ „რუსეთის იმპერიის აგონიაზე“ გავრცელდა. მასალის სათაურია: „სიკვდილი რუსეთს. რუსებო, თქვენი ნავთობი არავის სჭირდება. იაპონელებმა წყალზე მომუშავე ავტომობილების წარმოება დაიწყეს“ (http://ipvnews.net/).
ახალი სედანი „Mirai“მხოლოდ წყლის გამოყენებით მუშაობს და არანაირ მავნე გამოფრქვევას არ ახორციელებს. კონსტრუქტორების თქმით, სავსე ბაკით 650 კილომეტრის გავლა იქნება შესაძლებელი. იაპონური საავტომობილო ქარხანა პირველ სედანს დეკემბერში გამოიტანს გასაყიდად. 2016 წელს კი ავტომობილი აშშ-შიც გაჩნდება. მანქანის ფასი იაპონიაში 60 000 დოლარს შეადგენს. ამასთან, იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, ეკოლოგიურად სუფთა სედანების ყველა მყიდველი სახელმწიფოსგან 17 000 დოლარის ოდენობის სუბსიდიებს მიიღებს. ავტომობილის უნიკალურ ძრავაში ენერგია ელექტროქიმიური გენერატორის შიგნით, წყალბადის ჟანგვის ხარჯზე გამოიყოფა. ელექტროძრავის სიმძლავრე 136 ცხენის ძალას წარმოადგენს. ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში წყალზე მომუშავე ავტომობილებს ასევე „ჰონდაც“ აწარმოებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=GUjYIaUGmqU” width=”560″ height=”315″]